სამცხე–ჯავახეთში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 აგვისტოს
06:00-დან 08:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 2519 აბონენტს ბორჯომში შანიძის, რაზმაძის, ვაჟა-ფშაველას, მესხეთის, რუსთაველის და მიმდებარე ქუჩებზე,
11:30-დან 18:00 საათამდე 260 აბონენტს ახალციხის რაიონის სოფლებში ანი, ჭვინთა და ელიაწმინდა,
12:00-დან 16:00 საათამდე 416 აბონენტს ახალქალაქის რაიონის სოფლებში ბარალეთი, კოთელია, ბალხო და მიმდებარედ,
13:00-დან 14:00 საათამდე 1194 აბონენტს ადიგენის რაიონის სოფლებში დიდი სმადა, მლაშე, ჭეჭლა, ციხისუბანი, არზნე და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.