ბესიკ ამირანაშვილი მუნიციპალიტეტის მერებს შეხვდა
ოფიციალური წარდგენის შემდეგ სამცხე-ჯავახეთის მხარის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებსა და მათ მოადგილეებს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე რეგიონისთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული საკითხები განიხილეს.
გუბერნატორი შეხვედრაზე მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს გაეცნო.
ბესიკ ამირანაშვილმა მუნიციპალიტეტის მერებისგან მოსახლეობის პრობლემები მოისმინა, რის შემდეგაც მათი გადაჭრის სამომავლო გეგმები დაისახა.