სამცხე–ჯავახეთში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება (R)
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 აგვისტოს, ელექტროენერგიის მიწოდება 12:00-დან 14:00 საათამდე შეეზღუდება 1711 აბონენტს ქ. ახალციხეში თამარაშვილის, კოსტავას, დიდიმამიშვილის, ივ.ახალციხელის, გრიგოლ ხანძთელის და მიმდებარე ქუჩებზე.
10:00-დან 13:00 საათამდე - 717 აბონენტს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში საყუნეთი, ზიკილია, გიორგიწმინდა, აგარა და მიმდებარე სოფლებში.
11:00-დან 18:00 საათამდე - 214 აბონენტს სოფლებში სვირი და ბოგა. 12:00-დან 16:00 საათამდე - 2729 აბონენტს სოფლებში წყალთბილა, ვალე, ნაოხრები.
11:00-დან 17:00 საათამდე - 13 აბონენტს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში ზორეთი, ქვაბისხევი, დვირი.
12:00-დან 14:00 საათამდე - 1051 აბონენტს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში არაგვა, გომანი, ბუღაშენი, ზაკვი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.