ახალციხესა და ნინოწმინდაში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება (R)
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 სექტემბერს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1052 აბონენტს ახალციხის რაიონის სოფლებში წყრუთი, ტატანისი, კლდე, მიქელწმინდა და მიმდებარე სოფლებში,
11:00-დან 18:30 საათამდე 773 აბონენტს ნინოწმინდის რაიონის სოფლებში სათხა, არაქალი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.