ახალციხეში, ბორჯომსა და ახალქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 სექტემბერს
11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1000 აბონენტს ახალციხის რაიონის სოფლებში წყრუთი, სვირი, ელიაწმინდა და მიმდებარე სოფლებში,
12:15-დან 18:30 საათამდე 4827 აბონენტს ახალქალაქის რაიონის სოფლებში მაჯადია, ორჯა, ხულგუმო, კოჩიო და მიმდებარე სოფლებში,
14:00-დან 15:30 საათამდე 13 აბონენტს ბორჯომში მესხეთის ქუჩაზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.