პრეზიდენტობის კანდიდატთა წარდგენის ვადა 8 სექტემბერს იწურება
8 სექტემბერს არის ბოლო ვადა, როცა საინიციატივო ჯგუფს და რეგისტრირებულ პარტიას შეუძლია მიმართოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს კანდიდატის რეგისტრაციის მიზნით, - ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა.
ცესკოს ვებგვერდზე განთავსებული სიის მიხედვით, ამ დროისთვის 39 კანდიდატმა მიმართა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
"8 სექტემბერს არის ბოლო ვადა, როდესაც საინიციატივო ჯგუფს და რეგისტრირებულ პარტიას შეუძლია მომართოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს კანდიდატის რეგისტრაციის მიზნით. ამ ეტაპზე 39 მომართვაა, მათგან 20 არის საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატი, ხოლო დანარჩენი 19 პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილი კანდიდატია. სამართლებრივად, 8 სექტემბრის შემდეგ, შესაძლებელი იქნება, რომ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მეორმეცე დღისა წარმოდგენილი იყოს ხელმოწერები. ხელმოწერების შემოწმების შემდეგ, საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების დღემდე არაუგვიანეს ოცდამეათე დღისა რეგისტრაციაში გაატარებს პრეზიდენტობის მსურველ კანდიდატებს იმ შემთხვევაში, თუკი მათ მიერ წარმოდგენილი ყველა დოკუმენტაცია, მათ შორის ხელმოწერებიც შესაბამისობაში იქნება საქართველოს კანონმდებლობასთან", - განაცხადა მიქელაძემ.
39 კანდიდატიდან კი ჯერჯერობით მხოლოდ 4-ია რეგისტრირებული.