საქართველოს პრეზიდენტობისთვის 41 კანდიდატი იბრძვის
28 ოქტომბერს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში, საქართველოს მოსახლეობას არჩევანის გაკეთება 41 კანდიდატს შორის მოუწევს.
8 სექტემბერს, 18 საათზე, ამოიწურა ვადა, როცა საინიციატივო ჯგუფს და რეგისტრირებულ პარტიას შეეძლო მიემართა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთვის კანდიდატის რეგისტრაციის მიზნით.
ამ დროისთვის, (18:07) ცესკოს ვებგვერდის მიხედვით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 41–მა კანდიდატმა მიმართა.