სამცხე–ჯავახეთში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 14 სექტემბერს
ელექტროენერგიის მიწოდება 10:30-დან 18:00 საათამდე შეეზღუდება 1669 აბონენტს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში უდე, არალი, წარბასთუმანი, ზაზალო, ბოლაჯური.
12:00-დან 16:00 საათამდე - 196 აბონენტს აბასთუმანში.
15:00-დან 16:00 საათამდე - 1255 აბონენტს ბაკურიანში.
11:00-დან 17:00 საათამდე - 196 აბონენტს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში მაჯადია, ოლავერდი.
11:00-დან 16:00 საათამდე - 405 აბონენტს ნინოწმინდაში თავისუფლების, ჭავჭავაძის, პუშკინის, ტერიანის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.