ახალციხესა და ახალქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 სექტემბერს
11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 396 აბონენტს ახალქალაქის რაიონის სოფლებში ხორენია, ხოსპიო, მარტუნი და და მიმდებარე სოფლებში, ასევე – ახალქალაქში, აგამალიანის ქუჩაზე,
13:30-დან 18:00 საათამდე 505 აბონენტს ახალციხეში ტაბიძის, ადიგენის, აღმაშენებლის, ფარნავაზ მეფის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.