ბორჯომში, ახალციხეში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში დენი გაითიშება (R)
ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება 10:00–დან 16:00 საათამდე შეეზღუდება 331 აბონენტს ბორჯომის რაიონის სოფელ დვირში.
10:00–დან 18:00 საათამდე 992 აბონენტს ახალციხის რაიონის სოფლებში აწყური, წინუბანი, ტყემლანა, თისელი და მიმდებარე სოფლებში.
11:00–დან 16:00 საათამდე მონაცვლეობით 1 177 აბონენტს ახალქალაქის რაიონის სოფლებში ხორენია, მაჯადია, ორჯა, ოლავერდი და მიმდებარე სოფლებში.
11:00–დან 18:30 საათამდე 1 196 აბონენტს ნინოწმინდის რაიონის სოფლებში ეშტია, ოროჯალარი, თორია, ყაურმა, უჩმანა, სათხა.
სამუშაოების დასრულებისთანავე აბონენტთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.