ბაკურიანში, ასპინძაში, ნინოწმინდასა და ახალქალაქში, დენი გაითიშება (R)
ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 სექტემბერს, 07:30-დან 14:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 4 407 აბონენტს ბაკურიანში წერეთლის, თავისუფლების, წაქაძის, 9 აპრილის და მიმდებარე ქუჩებზე.
11:00-დან 18:30 საათამდე 1 592 აბონენტს ნინოწმინდისა და ახალქალაქის რაიონის სოფლებში ჯიგრაშენი, ყულალისი, ჭიხარულაა, ტაბაწყური და მიმდებარე სოფლებში.
12:00-დან 18:00 საათამდე 112 აბონენტს ასპინძის რაიონის სოფლებში მირაშხანი, ნიალა, აფნია, ზემო ვარძია და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.