ბორჯომსა და ახალქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება (R)
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 სექტემბერს
11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 908 აბონენტს ახალქალაქის რაიონის სოფლებში ბეჟანო, ჭიხარულა, ბალანთა, ერინჯა და მიმდებარე სოფლებში,
14:30-დან 17:30 საათამდე 883 აბონენტს ბორჯომის რაიონის სოფელ ახალდაბაში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.