ახალციხეში, ბორჯომსა და ნინოწმინდაში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება (R)
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 ოქტომბერს
11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 5549 აბონენტს ახალციხეში მებაღიშვილის, ჯაყელის, თაბუკაშვილის, გორგასლის, ფალიაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე,
11:00-დან 18:00 საათამდე 774 აბონენტს ნინოწმინდის რაიონის სოფლებში სათხა და არაქალი,
12:00-დან 18:00 საათამდე 3613 აბონენტს ბორჯომის რაიონის სოფლებში ახალდაბა და ბაკურიანი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.