სამცხე–ჯავახეთში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება (R)
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 ნოემბერს
11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1156 აბონენტს ახალციხის რაიონის სოფლებში წყრუთი, წირა, ანი, ელიაწმინდა და მიმდებარე სოფელბში,
12:00-დან 14:00 საათამდე 1729 აბონენტს ახალქალაქის რაიონის სოფლებში კუმურდო, მურჯახეთი, კიროვაკანი, პტენა და მიმდებარე სოფლებში,
16:00-დან 18:30 საათამდე 241 აბონენტს ასპინძის რაიონის სოფლებში თმოგვი, ჭაჭკარი, გავეთი, ზემო ვარძია, ფანაქეთი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.