გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 ნოემბერს
10:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბორჯომის რაიონის სოფლებში სადგერი, დაბა, ბაკურიანი და მიმდებარე სოფლებში,
10:00-დან 18:00 საათამდე ნინოწმინდის რაიონის სოფლებში განძა და საღამო,
11:30-დან 15:30 საათმდე აბონენტებს ადიგენში ზაზაშვილის, ლელოვანის, მესხეთის, ჭავჭავაძის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.