სიახლეები
,,საინფორმაციო ბარათები მხოლოდ 30 უბანზე დარიგდება" – ცესკო
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩევლები იმავე საარჩევნო უბანზე მისცემენ ხმას და საინფორმაციო ბარათები მხოლოდ 30 უბნის ამომრჩევლებისთვის დარიგდება.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩევლები ხმას აძლევენ იმავე საარჩევნო უბანზე, რომელიც გაიხსნა 28 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურისთვის და სადაც ამომრჩევლებმა მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა. შესაბამისად, მათ ამომრჩევლის ბარათები აღარ დაურიგდებათ.

აღსანიშნავია, რომ მეორე ტურისთვის 30 საარჩევნო უბანზე შეიცვალა უბნის მისამართი და უბანი სხვა ახლომდებარე შენობაში განთავსდა. შესაბამისად, ამ საარჩევნო უბნების საზღვრებში რეგისტრირებული ამომრჩევლების ინფორმირების უზრუნველსაყოფად, მათთვის დარიგდება ამომრჩევლის საინფორმაციო ბარათები, სადაც მითითებული იქნება საარჩევნო უბნის ახალი მისამართი.

შეგახსენებთ, რომ მოქალაქეებს ასევე აქვთ შესაძლებლობა საკუთარი მონაცემები და საარჩევნო უბნების მისამართები გადაამოწმონ ცესკოს ვებგვერდის (voters.cec.gov.ge), მობილური ტელეფონის, პლანშეტისა და სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით.

Facebook Twitter
ამავე კატეგორიაში

ამინდი
ახალციხე 19 °C
img
ახალქალაქი 17 °C
img
ასპინძა 22 °C
img
ადიგენი 18 °C
img
ბორჯომი 19 °C
img
თბილისი 21 °C
img
აბასთუმანი 15 °C
img
ბაკურიანი 12 °C
img
ნინოწმინდა 17 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.1102
RUB
RUB
100
4.3044
TRY
TRY
1
0.4580
USD
USD
1
2.7802
AMD
AMD
1000
5.7897
კალენდარი
Facebook
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.