გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 იანვარს
11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ასპინძის რაიონის სოფლებში ოშორა და ოთა,
12:30-დან 14:30 საათამდე აბონენტებს ახალქალაქში თბილისის, ჭავჭავაძის, მალხასიანის, ჩკალოვის, თამარ მეფის და მიმდებარე ქუჩებზე,
13:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ბორჯომის რაიონის სოფელ ახალდაბაში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.