გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 თებერვალს
11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალციხეში და ადიგენის რაიონის სოფლებში პატარა სმადა, ზემო ენთელი, ღორძე და მიმდებარე სოფელბში,
13:00-დან 15:30 საათამდე ბორჯომის რაიონის სოფელბში სადგერი, დაბა და პატარა მიტარბი, აგრეთვე ბორჯომში 9 აპრილის ქუჩაზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.