გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 7 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება
11:00-დან 14:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში აწყური, წინუბანი, ტყემლანა, თისელი, გურკელი, წრიოხი, მუგარეთი.
11:00-დან 18:00 საათამდე - სოფლებს მუსხი, ჭობარეთი და აბონენტს აბათხევში.
12:00-დან 14:00 საათამდე - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებს ტურცხი, ბურნაშეთი, ღადოლარი, ლომატურცხი.
16:00-დან 16:30 საათამდე - ახალქალაქში აღმაშენებლის, თავისუფლების, მაშტოცის, ჯავახეთის, თბილისის, დემირჩიანის და მიმდებარე ქუჩებს.
11:00-დან 17:00 საათამდე - ნინოწმინდის
მუნიციპალიტეტის სოფლებს გორელოვკა, ჟდანოვი, ორლოვკა, სპასოვკა, ეფრემოვკა, სამება.
13:00-დან 14:00 საათამდე - სოფლებს სათხა, დიდი არაქალი, პატარა არაქალი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.