გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 19 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება 06:00-დან 09:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს ქ. ახალციხეში და ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში.
06:00-დან 09:00 საათამდე და 11:00-დან 18:00 საათამდე - ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებს.
06:00-დან 09:00 საათამდე - დაბა ადიგენს და ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებს. 11:00-დან 18:00 საათამდე - სოფლებს დიდი სმადა, ზარზმა, ჭეჭლა, ციხისუბანი, არზნე, ზედუბანი და მიმდებარე სოფლებს.
13:00-დან 16:30 საათამდე - ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებს ციხისჯვარი, ანდეზიტი.
06:00-დან 09:00 საათამდე - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებს დილისკა, ვაჩიანი, კუმურდო, ხანდო და მიმდებარე სოფლებს.
06:00-დან 09:00 საათამდე - ქ. ნინოწმინდას და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.