გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს (R)
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 15 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 18:30 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში გორელოვკა, ჟდანოვი, ორლოვკა, სპასოვკა, ეფრემოვკა, სამება.
11:30-დან 18:00 საათამდე - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებს კუმურდო, ჩამდურა, კიროვაკანი, მურჯახეთი, ახალქალაქი-ვაჩიანის გზადკეცილზე არსებულ აბონენტებს.
14:00-დან 16:00 საათამდე - დაბა აბასთუმანს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.