სიახლეები
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 სექტემბერს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალციხის რაიონის სოფლებში წყრუთი, სვირი, ჭვინთა, ბოგა, ელიაწმინდა, ტატანისი და მიმდებარე სოფლებში.
11:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს ბორჯომში გურამიშვილის, ინგოროყვას, მანჯგალაძის და მიმდებარე ქუჩებზე.
12:00-დან 16:30 საათამდე ნინოწმინდაში და ნინოწმინდის რაიონის სოფლებში განძა, ფოკა, საღამო, შაუმიანი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
გააზიარეთ :