გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს (R)
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 13 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 18:30 საათამდე შეეზღუდება ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებს აბული, ბუზავეთი, თახჩა და მიმდებარე სოფლებს.
11:00-დან 18:30 საათამდე - ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ დამალას.
14:00-დან 16:00 საათამდე - აბონენტებს ბაკურიანში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.