გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 10 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება 12:00-დან 14:00 საათამდე შეეზღუდებათ მომხმარებლებს დაბა ბაკურიანში.
12:00-დან 17:00 საათამდე - ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებს გორელოვკა, ჟდანოვი, ორლოვკა, სპასოვკა, ეფრემოვკა, სამება.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.