სიახლეები
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 11 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება 11:30-დან 13:00 საათამდე შეეზღუდებათ მომხმარებლებს აბასთუმნის ობსერვატორიის დასახლებაში.
13:00-დან 16:00 საათამდე - აბასთუმანში რუსთაველის, ასათიანის, ფალიაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე,
ხოლო 13:00-დან 14:30 საათამდე - აღობილისა და არაზინდოს დასახლებებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
გააზიარეთ :