გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 18 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება 13:30-დან 14:30 საათამდე შეეზღუდებათ მომხმარებლებს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში წყალთბილა, ნაოხრები, წინუბანი, ვალე, ჯულღა, აბათხევი, სხვილისი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.