სიახლეები
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 დეკემბერს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ახალციხის რაიონის სოფლებში სხვილისი, საძელი, ხაკი, ორალი, ყულალისი და მიმდებარე სოფლებში.
12:00-დან 18:00 საათამდე ახალქალაქსა და ახალქალაქის რაიონის სოფლებში კიროვაკანი, კუმურდო, ჩამდურა და მიმდებარე სოფლებში.
12:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს ბაკურიანში კოხტის ძირის, წაქაძის, დიდველის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
გააზიარეთ :