გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს (R)
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 27 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება
12:00-დან 13:00 საათამდე შეეზღუდებათ მომხმარებლებს დაბა ადიგენში, ხოლო
12:00-დან 16:00 საათამდე - დაბა აბასთუმანში.
11:00-დან 12:00 საათამდე - ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებს უდე, არალი, წარბასთუმანი, ზაზალო, ბოლაჯური.
12:00-დან 15:00 საათამდე - სოფლებს დიდი სმადა, გომარო, ჩორჩანი, ზარზმა, მოხე, ჭელა, კეხოვანი, არზნე, დიდი ზანავი და მიმდებარე სოფლებს.
13:00-დან 17:00 საათამდე - ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებს საკირე, ტაძრისი, დგვარი, დვირი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.