აბასთუმანსა და ბორჯომში დენი გაითიშება (R)
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 13 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება
11:00-დან 13:00 საათამდე შეეზღუდებათ მომხმარებლებს დაბა აბასთუმანში ფალიაშვილის ქუჩაზე, აღობილის და არაზინდოს დასახლებებში.
12:00-დან 13:30 საათამდე - ქ. ბორჯომში თორის, ნიკოლაძის, 300 არაგველის, საბარგოს, სტალინის ქუჩებს.
13:30-დან 15:00 საათამდე - ერეკლეს, პლატოს, გურამიშვილის, 9 აპრილის, გამსახურდიას, კოსტავას, ჭავჭავაძის, ორბელიანის , ჯორჯაძის, მანჯგალაძის და მიმდებარე ქუჩებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.