ნინოწმინდა-წალკის მიმართულებით მოძრაობა აკრძალულია
უამინდობამ პრობლემები შექმნა ჯავახეთში.
თოვლისა და ყინულის გამო შეზღუდვები დაწესდა დასავლეთ და სამხრეთ საქართველოში.
მეორე დღეა, ფარავნის უღელტეხილზე, შეზღუდულია ყველა სახის ტრანსპორტით მოძრაობა.
რთული მეტეოროლოგიური პირობების - ძლიერი ქარისა და ცუდი ხილვადობის გამო საავტომობილო 94-110 კმ, რომელიც მოიცავს შიდასახელმწიფოებრივი: კოდა - ფარცხისი - მანგლისი - წალკა - ნინოწმინდის გზის მონაკვეთს, ყველა სახის ტრანსპორტით მოძრაობა აკრძალულია.
რაც შეეხება 24 იანვარს, ხაშური-ბორჯომის გზის მონაკვეთზე ავტომობილების მოძრაობაზე დაწესებულ შეზღუდვებს, 25 იანვრისთვის მოხსნილია.
ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ1–კმ27 (ხაშური-ბორჯომი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.