ახალციხეში დენი გაითიშება (R)
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 იანვარს
12:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალციხის რაიონის სოფლებში კლდე და წნისი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.