ბორჯომსა და ახალქალაქში დენი გაითიშება (R)
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 3 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება 12:00-დან 15:00 საათამდე შეეზღუდებათ მომხმარებლებს
ქ. ახალქალაქში, სოფლებში კარტიკამი, კულიკამი, ხულგუმო, მაჯადია, ხოსპიო, ორჯა, ხორენია, თოთხამი, ბუზავეთი, თახჩა.
14:00-დან 18:00 საათამდე - ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებს ცემი, მზეთამზე, წაღვერი, პატარა მიტარბი, ტიმოთესუბანი, ციხისჯვარი, ტბა, ანდეზიტი, მიტარბი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.