სიახლეები
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 თებერვალს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალციხეში ნათენაძის, ნებიერიძის, დიდიმამიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე,
12:00-დან 13:30 საათამდე აბონენტებს ბორჯომში მესხეთისა და პარკის ქუჩებზე,
14:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს ბაკურიანში დიდველის, თრიალეთის, სადგურის, თამარ მეფის, ცაბაძის, 25-იანების მიმდებარე ტერიტორია, რუსთაველის, წერეთლის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
გააზიარეთ :