ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 ივნისს 12:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალციხეში და ახალციხის რაიონის სოფლებში ღრელი, ყულალისი, ნავანები, მინაძე და მიმდებარე სოფლებში;
22 ივნისს 13:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ბორჯომში და ბორჯომის რაიონის სოფლებში ცემი, მზეთამზე, კიმოთი, წაღვერი, მიტარბი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.