ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ივნისს 12:30-დან 15:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ასპინძის რაიონის სოფლებში ხერთვისი, მირაშხანი, ჭაჭკარი, ვარძია, ნიალა, გოგაშენი, ტოლოში, ნაქალაქევი, ხიზაბრავა, ნიჯგორი, სარო და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.