სიახლეები
ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს (R)
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 26 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 13:00 საათამდე და 18:00-დან 18:30 საათამდეშეეზღუდებათ მომხმარებლებს ასპინძაში ერეკლე II, გურამიშვილის, ვარძიის, ბესიკის, გოგებაშვილის, 9 აპრილის, სულხან-საბას, კლდიაშვილის ქუჩებზე, სოფლებში ოშორა, რუსთავი, იდუმალა, ოთა, ინდუსა. ხოლო 11:00-დან 18:00 საათამდე - სოფელ დამალაში.
11:30-დან 18:30 საათამდე - სოფლებს ახალქალაქისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში ბეჟანო, ტაბაწყური, ჭიხარულა, მოლითი, ბალანთა, მოდეგამი.
13:00-დან 18:00 საათამდე - ქ. ახალქალაქში აღმაშენებლის, თავისუფლების, ნალბანდიანის, თუმანიანის, მიასნიკიანის, მაშტოცის და მიმდებარე ქუჩებში, სოფლებში კარტიკამი, კულიკამი, ხულგუმო, მაჯადია, ბავრა, ხოსპიო, ორჯა, კორხი, ოლავერდი, ხორენია, აბული.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
გააზიარეთ :