სიახლეები
ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 ივლისს 13:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ნინოწმინდის რაიონის სოფლებში ეშტია, თორია, უჩმანა, არაქალი, ყაურმა, სათხა, ჯიგრაშენი და მიმდებარე სოფლებში,
15:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ადიგენის რაიონის სოფლებში სმადა, გომარო, ზანავი, ჩორჩანი, ჭეჭლა, კეხოვანი და მიმდებარე სოფლებში,
15:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ბორჯომის რაიონის სოფლებში ტბა, ლიბანი, ცემი, დაბა და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
გააზიარეთ :