ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 ივლისს 11:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალციხის რაიონის სოფლებში აწყური, გურკელი, წრიოხი, მუგარეთი და მიმდებარე სოფლებში,
13:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს ახალქალაქის რაიონის სოფლებში არაგვა, აზავრეთი, გომანი, ბარალეთი, კოჩიო, ტაბაწყური, ღადოლარი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.