ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 ივლისს 11:00-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ადიგენის და ახალციხის რაიონის სოფლებში ვარხანი, ქვემო ენთელი, აბასთუმანი, ბენარა, ფხერო, საღრძე, არალი და მიმდებარე სოფლებში,
11:30-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ნინოწმინდასა და ნინოწმინდის რაიონის სოფლებში გორელოვკა, ჟდანოვკა, ორლოვკა, სპასოვკა, თორია და მიმდებარე სოფლებში, 12:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ახალქალაქის რაიონის სოფლებში ვაჩიანი და ოკამი,
14:30-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ბორჯომის რაიონის სოფლებში ჭობისხევი და დვირი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.