ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 აგვისტოს 11:30-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ნინოწმინდის რაიონის სოფლებში სათხა, დიდი ხანჩალი, დილითი, ოროჯალარი, მამწვარა და მიმდებარე სოფლებში,
13:00-დან 15:30 საათამდე აბონენტებს ბაკურიანში წაქაძის, მთის, ცხრაწყაროს, თამარ მეფის, წერეთლის, ცაბაძის, თვაისუფლების და მიმდებარე ქუჩებზე,
13:00-დან 14:30 საათამდე აბონენტებს ახალქალაქის რაიონის სოფლებში კუმურდო, კარწახი, ჩუნჩხა, ქარცები, აზმანა, დავნია და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.