ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 აგვისტოს 08:00-დან 09:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბორჯომის რაიონის სოფლებში ჩითახევი, ჭობისხევი და დვირი,
13:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს ბაკურიანში,
18:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს ბორჯომის რაიონის სოფლებში ჩითახევი, ჭობისხევი და დვირი,
19:00-დან 19:10 საათამდე აბონენტებს ბორჯომში მესხეთის, თამარ მეფის, ნინოშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.