ახალციხეში, ბორჯომსა და ახალქალაქში დენი გაითიშება (R)
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო
27 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება 08:00-დან 09:00 საათამდე შეეზღუდებათ მომხმარებლებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში სადგერი, დაბა, დვირი, პატარა მიტარბი.
11:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში წყალთბილა, ნაოხრები, წინუბანი, ჯულღა, აბათხევი, სხვილისი, ვალე.
13:00-დან 15:00 საათამდე - აბონენტებს ახალაქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში კუმურდო, ჩამძვრალა (ჩამდურა), კიროვაკანი, მურჯახეთი, მაჭატია, ახალქალაქის გარეუბნებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.