ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 ნოემბერს 12:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბაკურიანში მთის ძირის, დიდველის, კოხტის ძირის, 9 აპრილის, დიდი მიტარბის, ცეკავშირის და მიმდებარე ტერიტორიებზე,
14:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს ახალციხის რაიონის სოფლებში წინუბანი, აწყური, გურკელი, წრიოხი და მიმდებარე სოფლებში,
14:00-დან 16:00 საათმდე აბონენტებს ადიგენში ერისთავის, მესხეთის, ბალახაშვილის, გორგულის, იჯარეთის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე ადიგენის რაიონის სოფლებში მოხე, ჭელა, ჭეჭლა, ზარზმა, ჩორჩანი, ზანავი და მიმდებარე სოფლებში,
14:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ახალქალაქის რაიონის სოფლებში კარტიკამი, კულიკამი, ხულგუმო, ბუზავეთი, თახჩა და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.