გიორგი მიქელაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსს COVID 19 დაუდასტურდა. გიორგი მიქელაძე ამ დროისთვის სახლში მკურნალობს. მისი თქმით, დაავადება მსუბუქი ფორმით აქვს.
"შევამჩნიე სიმპტომები და სახლიდან აღარ გამოვედი. ჩემს გარშემო არავის აქვს, არვიცი საიდან შემხვდა" - აცხადებს "მეცხრე არხთან" სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსი.
გიორგი მიქელაძეს კორონავირუსი 4 ნოემბერს დაუდასტურდა.