ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 ნოემბერს 08:30-დან 09:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალციხის რაიონის სოფლებში აწყური, საყუნეთი, გიორგიწმინდა, ზიკილია, აგარა და მიმდებარე სოფლებში,
12:30-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ასპინძის რაიონის სოფლებში მირაშხანი, ნიალა, ვარძია, კირისხევი, ზემო ვარძია, თმოგვი, გავეთი, გოგაშენი და მიმდებარე სოფლებში,
13:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ბორჯომის რაიონის სოფელ ახალდაბაში,
14:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ბორჯომში თორის, ერეკლეს, 9 აპრილის, კოსტავას, დუმბაძის, გამსახურდიას, ჯორჯაძის და მიმდებარე ქუჩებზე,
18:30-დან 19:00 საათამდე აბონენტებს ახალციხის რაიონის სოფლებში წინუბანი, საყუნეთი, აწყური, ფერსა, ტყემლანა, გურკელი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.