ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 დეკემბერს 12:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბორჯომში თრის, სტალინის, თორელის, ხორავას, არდაგნის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე წაღვერში;
6 დეკემბერს 12:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს ბორჯომში თრის, სტალინის, თორელის, ხორავას, არდაგნის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე წაღვერში;
7 დეკემბერს 12:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს ახალციხეში ზარზმელის, 9 აპრილის, ღრელის, გურამიშვილის, აღმაშენებლის, ჭონქაძის, ხმალაძის და მიმდებარე ქუჩებზე,
13:00-დან 17:30 საათამდე აბონენტებს ბორჯომის რაიონის სოფლებში ყვიბისი, ახალდაბა, ვარდგინეთი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.