ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 დეკემბერს 12:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალციხის რაიონის სოფლებში აწყური, წინუბანი, ტყემლანა, მუგარეთი და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე ახალციხეში ვარძიის, 9 აპრილის, დიდიმამიშვილის, მარჯანიშვილის, პეტრიწის, საფარის და მიმდებარე ქუჩებზე,
13:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ნინოწმინდის რაიონის სოფლებში ფოკა, ვლადიმიროვკა, ასფარა, კიროვაკანი, ჩუნჩხა და მიმდებარე სოფლებში,
13:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს ახალციხის რაიონის სოფლებში სხვილისი, პამაჯი, საძელი, ყულალისი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.