ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 დეკემბერს 10:30-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ნინოწმინდის რაიონის სოფლებ ჟდანოვში,
12:30-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ახალქალაქის რაიონის სოფლებში ხოსპიო, ხორენია, ბავრა, ხულგუმო, მდ. ფარავნის მარცხენა ნაპირი და მიმდებარე სოფლებში,
13:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს ახალციხის რაიონის სოფელ ვალეში,
15:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ადიგენის რაიონის სოფლებში ვარხანი, აბასთუმანი, ხევაშენი, პატარა სმადა, ღორძე, ენთელი, არალი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.