ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 დეკემბერს 13:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალციხის რაიონის სოფლებში მინაძე და ჭაჭარაქი,
13:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს ბაკურიანში,
13:30-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ახალქალაქის რაიონის სოფლებში ხანდო, ალასტანი, ვარევანი, გოკიო და მიმდებარე სოფლებში,
14:30-დან 16:00 საათამდე აბონენტებს ნინოწმინდის რაიონის სოფლებში გორელოვკა, ჟდანოვი, ორლოვკა, სპასოვკა, სამება და მიმდებარე სოფლებში.
სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.