ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს (R)
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 28 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება 12:00-დან 14:00 საათამდე შეეზღუდებათ მომხმარებლებს ქ. ახალციხეში ასპინძის, ზარზმელის, კოსტავას, ვარძიის, თამარაშვილის, 9 აპრილის, რუსთაველის, პეტრიწის, სააკაძის, საფარის, გამსახურდიას და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებში ღრელი, ანდრიაწმინდა, ანდა.
11:00-დან 12:30 საათამდე - აბონენტს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურში.
13:30-დან 15:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში უდე, არალი, წარბასთუმანი, ზაზალო, ბოლაჯური, ვალე. 15:00-დან 16:30 საათამდე - აბონენტს ადიგენში მესხეთის ქუჩაზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.